The Economist-ი უკრაინის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე წერს. გამოცემა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი მთავრობიდან 3 მაღალჩინოსნის გაშვებას ცდილობს. საუბარია პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალზე, მის მოადგილე ოლექსი ჩერნიშოვზე და უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროს კირილ ბუდანოვზე.
მედიის ცნობით, ერმაკს შმიგალის იულია სვირიდენკოთი ჩანაცვლება სურს.
The Economist-ის ცნობით, ჩერნიშოვმა ერმაკის უკმაყოფილება იმით გამოიწვია, რომ საკუთარი თავი ვაშინგტონს ალტერნატივის სახით წარუდგინა. მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით საქმეა აღძრული, თუმცა ის თანამდებობის დატოვებაზე უარს ამბობს.
როგორც The Economist-ი წერს, უკრაინის ამჟამინდელი ტრაექტორია სახიფათოა, რადგან, მათივე შეფასებით, ცენტრალიზებული, მაგრამ არაკომპეტენტური ხელმძღვანელობის სტრუქტურა ქვეყნის პოლიტიკურ და სტრატეგიულ დისფუნქციაში ჩაძირვას აჩქარებს.
გამჭვირვალობისა და რეფორმებისკენ მოწოდებები იგნორირებულია. ამის ნაცვლად, აღმასრულებელი ხელისუფლება გამოიყენება კონკურენტების გასაჩუმებლად და კონტროლის გასამყარებლად, რაც ადასტურებს შიშებს, რომ უკრაინა ავტორიტარიზმისკენ იხრება.
როგორც ერთმა მაღალჩინოსანმა: "რუსები ნელ-ნელა გვწვავენ დაბალ ცეცხლზე, ჩვენ კი იდიოტურ თამაშებს ვთამაშობთ კატასტროფული შედეგებით".