20 ივნისი 2026,   19:19
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებულ კანონს, რომელიც გადასახადების შემცირებასა და ქვეყნის სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის გაზრდას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, ხელი მოაწერა კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებულ კანონს, რომელიც გადასახადების შემცირებასა და ქვეყნის სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის გაზრდას ითვალისწინებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ხელმოწერილი კანონით აშშ-ის ისტორიაში გადასახადების შემცირება მოხდება. ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო ვალი 37 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

დღის ამბები