20 ივნისი 2026,   20:35
ვრცლად
პედიატრი ქალი, 4 წლის შვილის განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

36 წლის პედიატრი, აშშ-ს შტატ ოკლაჰომაში, თავისი 4 წლის ქალიშვილის პირველი ხარისხის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შემთხვევა 27 ივნისს მოხდა, სასწრაფო დახმარება სახლში მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბავშვი უგონო მდგომარეობაში საცურაო აუზში იპოვეს.

დედამ, პოლიციას უთხრა, რომ უცნაურმა ხმამ გაააღვიძა, ბავშვი საწოლში ვერ იპოვა, შემდეგ კი აუზში ჩაძირული ნახა.

მისი თქმით, ბავშვის გადარჩენას დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ცდილობდა და სასწრაფო დახმარება შემდეგ გამოიძახა. 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვის სიკვდილი არ შეესაბამებოდა შემთხვევით დახრჩობას.

ბავშვზე აღმოჩნდა ძალადობის კვალი, მათ შორის სახეზე თითების ზეწოლის ნიშნები, რაც სავარაუდოდ, ბავშვის გადარჩენის მცდელობას კი არა, პირიქით, განზრახ დახრჩობას მოწმობს.

კამერებმა და მტკიცებულებებმა აჩვენეს, რომ დედამ სცადა ბავშვის სიკვდილი ისე წარმოეჩინა, თითქოს ის შემთხვევით დაიხრჩო.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, დედას შესაძლოა მთელი სიცოცხლის გატარება ციხეში მოუწიოს.

გამოძიების თანახმად, ნეა გუპტას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, შესაძლოა, მოტივი მამაზე შურისძიება, ან სასოწარკვეთილება ყოფილიყო.

სახლში დამონტაჟებულმა კამერებმა და ელექტრონულმა მტკიცებულებებმა, მათ შორის ტელეფონის მონაცემებმა, დედის მიერ წარმოდგენილ ვერსიაში ეჭვი შეიტანეს.

ბრალდება, პირველი ხარისხის მკვლელობაა, რაც განზრახ მკვლელობას წინასწარი განზრახვით გულისხმობს.

 

დღის ამბები