სერბეთში დემონსტრაციები პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა ბელგრადის ქუჩები გადაკეტეს - ისინი წინა დემონსტრაციებზე დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებასა და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.
სერბეთში პროტესტი დეკემბერში დაიწყო, ამის მიზეზი კი ერთ-ერთი სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევა გახდა, რამაც 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მომიტინგეები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ.