ოდესას შეუტიეს ოკუპანტებმა. დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ტერიტორიაზე სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს,
შემთხვევის გამო, ევაკუირებულია 50 მოქალაქე. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი.
რუსეთის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა ლიპეცკის ოლქშიც - დაღუპულია ერთი, არიან დაშავებულებიც. აფეთქებებია ასევე ჟიტომირში. დაიღუპა ორი ადამიანი, დაიჭრა 24. განადგურებულია კერძო სახლები და მეურნეობები.