16 აგვისტო 2026,   05:02
ვრცლად
ეკონომიკის პოლიტიკური პროგნოზი - ხაზარაძის ნათესავი და ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ეკონომიკურად მძიმე შემოდგომას პროგნოზირებს, უმრავლესობაში კი ქვეყნის ეკონომიკის პროგრესირებაზე ამახვილებენ ყურადღებას

მამუკა ხაზარაძის ახლო ნათესავი და "აისიარ" ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოში ეკონომიკურად მძიმე შემოდგომას პროგნოზირებს.

კახა ხაზარაძე პრესასთან ნეგატიურ პროგნოზებზე ხშირად საუბრობს. ბიზნესმენს არგუმენტად მაკროეკონომიკური პარამეტრები არ მოჰყავს. საკუთარი მოსაზრების გამყარებას კი პოლიტიკური სიტუაციით ცდილობს. ხაზარაძის აზრით, ეკონომიკური კოლაფსის არიდება, მხოლოდ სამოქალაქო პროტესტს შეუძლია.

იმ ფონზე, როდესაც ყველა საერთაშორისო ეკონომიკური ინდიკატორი პროგრესირებს, საქსტატის მონაცემებით კი 2025 წლის პირველ ნახევარში 8.8 პროცენტია - კახა ხაზარაძის მოტივაცია, რომ პოლიტიკურია მმართველ გუნდს ამაში ეჭვი არ ეპარება. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოპონენტების მიზანს, ქვეყანაში სიმულაციური რეალობის შექმნა წარმოადგენს.

2025 წლის 6 თვეში ბიზნესს დღგ-ს ზედმეტობის სახით მილიარდზე მეტი დაუბრუნდა, იბიარდის, ევროპის კომისიის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი, საქართველო მიმდინარე წელს 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს - ასეთია ბრალდებებზე პასუხი ეკონომიკის სამინისტროში.

"ლელოს" ლიდერის ახლო ნათესავის პროგნოზები, დღეს, სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც გაიზიარეს. თქვეს, რომ ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია.

ოპოზიციას მიზანმიმართულ სპეკულაციაში ადანაშაულებს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების თქმით, ქვეყნის ეკონომიკა, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რამდენიმე წელია საგრძნობლად პროგრესირებს.

საქართველოს ეკონომიკა ბოლო 4 წელია მუდმივად პროგრესირებს. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2021-24 წლებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, ყოველწლიურად, ორნიშნა რიცხვს გადააჭარბა.

დღის ამბები