19 აგვისტო 2026,   05:17
ვრცლად
საქართველო ეკონომიკური ზრდის მიმართულებით დადებით დინამიკას ინარჩუნებს - "საქსტატმა" ახალი მონაცემები გაასაჯაროვა

საქართველო ეკონომიკური ზრდის მიმართულებით დადებით დინამიკას ინარჩუნებს. მაისში მონაცემების ზრდამ 7%-ს გადააჭარბა. მიმდინარე წლის 5 თვის მაჩვენებელი კი, თითქმის 9%-ს შეადგენს.

ეკონომიკის გაზრდილ მონაცემებზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, "საქსტატის" მაჩვენებლების პარალელურად, მაღალია სავალუტო ფონდის პროგნოზიც.

ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების სწორად მართვის პრინციპზე კეთდება აქცენტი მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ მაღალი რიცხვები, ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა აქტივობებმა განაპირობა.

ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტები გაზრდილ ეკონომიკას, თანმიმდევრულ ეკონომიკურ ნაბიჯებს უკავშირებენ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაზუსტებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ყოველი თვის ბოლოს აქვეყნებს.

დღის ამბები