21 ივნისი 2026,   22:19
ვრცლად
მამა წყალში გადახტა, რათა გადაერჩინა ქალიშვილი, რომელიც საკრუიზო გემიდან ოკეანეში გადავარდა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

მამა ოკეანეში გადახტა, რათა გადაერჩინა პატარა ქალიშვილი, რომელიც Disney Cruise Line-ის ბორტიდან წყალში გადავარდა. მამა-შვილი გემის ეკიპაჟმა გადაარჩინა, რომელმაც სამაშველო კატერი დროულად ჩაუშვა წყალში. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საკრუიზო ლაინერი ბაჰამის კუნძულებიდან სამხრეთ ფლორიდაში, ფორტ-ლოდერდეილის პორტში ბრუნდებოდა.

როგორც მედია იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მე-4 გემბანიდან გადავარდა, რის შემდეგადაც მამა მის გადასარჩენად გადახტა. თვითმხილველების თქმით, ისინი წყალში 10 წუთზე დიდხანს იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ეკიპაჟის სამაშველო ჯგუფმა გადაარჩინა.

დღის ამბები