აზერბაიჯანის დედაქალაქში "სპუტნიკის" თანამშრომლების დაკავების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"ბაქოს არამეგობრული ქმედებებისა და რუსი ჟურნალისტების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, აზერბაიჯანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს", - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, ბაქოში, რუსული საინფორმაციო სააგენტოს, "სპუტნიკის" ოფისში რუსეთის "ფეესბეს" ორი თანამშრომელი დააკავეს, ისინი "სპუტნიკში" ფარულად მუშაობდნენ. ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა. რამდენიმე საათია, რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს ოფისს სამართალდამცველები ჩხრეკენ.