19 აგვისტო 2026,   10:42
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკა მაისში 7.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს ეკონომიკა მაისში 7.5 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7,5 პროცენტი შეადგინა, 2025 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 8,8 პროცენტით განისაზღვრა.  

"წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ასევე მშენებლობა. საქონლის ექსპერტი გაიზარდა 15,7%-ით, ქვეყანაში დარეგისტრირდა 6400-მდე ახალი საწარმო. დაახლოებით, 13%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა,“ - აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე. 

დღის ამბები