აზერბაიჯანმა რუსეთის მიერ დაფინანსებული "სპუტნიკ აზერბაიჯანის" ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებს სპეცოპერაციის ჩატარების ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავეს.
უწყების ინფორმაციით, დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში "სპუტნიკ აზერბაიჯანს" მუშაობის უფლება ოფიციალურად შეჩერებული ჰქონდა. თუმცა გაირკვა, რომ დახურვის მიუხედავად, სააგენტო ფუნქციონირებას განაგრძობდა, თანამშრომლები ხელფასებს იღებდნენ და ღონისძიებებს ესწრებოდნენ.