21 აგვისტო 2026,   15:22
ვრცლად
"როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ს ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას" - წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი

"როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ს ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას", - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიცია შეცდომებს უშვებს და არასწორი მიმართულებით მიდის.

"გეგმა მალე იქნება"

"გეგმა არაა"

"გეგმა ვართ ჩვენ"

"გეგმა არის ერთობა"

ისე, საინტერესოა, როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ს ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას? რამდენი უშინაარსო გამოსვლა, "ბრძოლის ფაზა" და "მარშია" საჭირო, რათა დაინახოს, რომ სადღაც შეცდომა დაუშვა, არასწორი მიმართულებით წავიდა და დროა რაღაც შეცვალოს? ან საერთოდ არის ამის შანსი?", - წერს რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები