19 აგვისტო 2026,   03:04
ვრცლად
ვინ გახდება "საქართველოს ხმა" - მეგა შოუს ფინალამდე ორი დღე რჩება

2 დღე ფინალამდე! "საქართველოს ხმა" დასკვნითი საღამოსთვის ემზადება. სამშაბათს, 22:00 საათზე, "რუსთავი 2" ნამდვილ ზეიმს უმზადებს მაყურებელს! სწორედ სამშაბათს, პირველ ივლისს გაირკვევა ვინ გაიმარჯვებს.

ფინალში 3 კონკურსანტია - აჩი ჯაიანი, ერეკლე თურქაძე და გიორგი ჭიალაშვილი. მათ აქამდე დიდი გზა გაიარეს. ახლა კი სულ რაღაც ერთი ნაბიჯი აშორებთ მთავარი ტიტულის მოპოვებამდე. მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს ვინ გახდება "საქართველოს ხმა".

ფინალამდე 2 დღეა, რეპეტიციები, ვოკალის დამუშავება, ემოციების კონტროლი და მზადება, მზადება სრულყოფილი გამოსვლისთვის.

მთავარი ასპარეზია სცენა, სადაც მხოლოდ სამი მონაწილე დარჩა, სამი საუკეთესო ხმა, ის, ვინც მაყურებელმა შეიყვარა და აირჩია.

ფინალისთვის ბევრ სიურპრიზს გვპირდებიან, მთავარია გულშემატკივარის გული კიდევ ერთხელ დაიპყრონ.

დღის ამბები