გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში (SPD) შესაძლო განხეთქილება იზრდება, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებსა და გერმანიის გადაიარაღებასთან დაკავშირებულ უთანხმოებას უკავშირდება. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
"გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, გადაიარაღებასთან და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება პარასკევს დაგეგმილ ყრილობაზე პიკს მიაღწევს, რადგან პარტიის ლიდერი და ფინანსთა მინისტრი ლარს კლინგბეილი პარტიის ძველი გვარდიის მხრიდან უკმაყოფილებას აწყდება", - ნათქვამია სტატიაში.
გერმანიის ყოფილი კანცლერის, ვილი ბრანდტის ვაჟმა, პიტერ ბრანდტმა, Financial Times-ს განუცხადა, რომ სოციალ-დემოკრატების ბევრი წევრის აზრით, რუსული საფრთხის აღქმა გაზვიადებულია. მან ასევე აღნიშნა, რომ კლინგბეილმა თავდაცვის ხარჯების ახალი რაუნდი დაამტკიცა "ისე, რომ არ შეუმოწმებია, ნამდვილად იყო თუ არა ეს წევრების უმრავლესობის პოზიცია".
"პარტიის აჯანყებამ შესაძლოა კლინგბეილისთვის პრობლემები შექმნას", -აღნიშნულია სტატიაში.