21 აგვისტო 2026,   15:38
ვრცლად
"რადიკალურმა ოპოზიციამ თავი ჩიხში ჩაიგდო - არ აღიარებდნენ არჩევნების შედეგებს და ამომრჩევლებს ჰპირდებოდნენ, რომ იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, ვინაიდან, თავიანთი უცხოელი უფროსები აიმედებდნენ" - ლევან მაჭავარიანი

"ეს მათი არჩევანია, ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ საკვების მიღება დაიწყონ, თუმცა, ჩვენ ნამდვილად ვერ დავაძალებთ ვერავის", - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ორი წარმომადგენლის მიერ შიმშილობის დაწყებას ეხმაურება.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ლევან მაჭავარიანის თქმით, ოპოზიცია ქვეყნის გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებს. 

"ეს მათი არჩევანია, ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ საკვების მიღება დაიწყონ, თუმცა, ჩვენ ნამდვილად ვერ დავაძალებთ ვერავის. გახარიის პარტიის გამოხმაურება ამასთან დაკავშირებით, რომ ეს მათთვის მიუღებელია და ისინი აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ უფრო კარგად დაფიქრდნენ მათი გარე უფროსები და უფრო დივერსიფიცირებულად აპირებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიაღებინონ ამ 4 რადიკალურ პარტიას. რადიკალურმა ოპოზიციამ თავი ჩიხში ჩაიგდო, იქიდან გამომდინარე, რომ არ აღიარებდნენ ამ არჩევნების შედეგებს და თავიანთ ამომრჩევლებს ჰპირდებოდნენ, რომ იქნებოდა რიგ გარეშე არჩევნები, ვინაიდან, აიმედებდნენ თავიანთი უცხოელი უფროსები. ახლა მოუწია პარტიებს თავისი ამომრჩევლისთვის შეპარება, რომ აუცილებლად უნდა მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, რომ ფიზიკურად არ გაქრნენ პოლიტიკური ველიდან. სულ რაღაც პლატფორმებზე საუბრობენ. ამ ბოლო დროს, ბატონმა ჯაფარიძემაც რაღაც ახალი პლატფორმა დაამატა, ამასობაში საუბრობდნენ რაღაც ალტერნატიულ პარლამენტზე. რამდენიც არ უნდა იმსჯელონ, ეს არის სახლობანას თამაში და ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება დაბრუნდნენ რეალობაში," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები