21 აგვისტო 2026,   17:45
ვრცლად
"ერთი, სუნთქვის უფლება აქვს დარჩენილი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს... ადამიანების გაჩუმებისა და ნეიტრალიზების ევროპულ სტანდარტად მონათვლა არაადეკვატურია" - ირაკლი ფავლენიშვილი

"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში ცვლილება განხილვის საგანია. "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილება კერძო პირისა და საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხელისუფლების ოპონენტები აკრიტიკებენ.

"ერთი, სუნთქვის უფლება აქვს დარჩენილი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს, დანარჩენი - ქუჩაში დგომის გამო დაყადაღდები-დაჯარიმდები, ფეისბუქ პოსტის გამო ასევე ჯარიმდები და შეიძლება ციხეშიც მოხვდე - ნებისმიერ კრიტიკულ საქმიანობასა და საუბარზე არის მსგავსი ტიპის აკრძალვები, მათ შორის, საკანონმდებლო ბაზით ხდება უკვე ამის შემუშავება. ამიტომ, ადამიანების გაჩუმებისა და ნეიტრალიზების ევროპულ სტანდარტად მონათვლა არაადეკვატურია," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.
 
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი
 
დღის ამბები