პოლონეთის პარლამენტში, საგამოძიებო კომისია ე.წ. პეგასუსი სკანდალს იძიებს. გამოკითხვაზე ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი მერვედ არ გამოცხადდა. ბრალდების მიხედვით, სწორედ "პეგასუსის" ჯაშუშური პროგრამის საშუალებით ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს ოპონენტების ფარული თვალთვალი და მიყურადება.
პოლონეთის სეიმმა უკვე მიმართა პროკურატურას, რათა ზიობროს კომისიაზე დასწრება გარანტირებული იყოს. სასამართლომ ზიობროს 30-დღიანი პატიმრობა არ დააკმაყოფილა, რადგან მას ონკოლოგიური დაავადება აქვს და საზღვარგარეთ სამკურნალოდ ბრუნდება.