ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც მან ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი "სიკვდილისგან გადაარჩინა".
აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპს გულწრფელად სურს შეთანხმების მიღწევა, მან უნდა შეწყვიტოს ირანის უზენაესი ლიდერის მიმართ უპატივცემულო და მიუღებელი ტონით საუბარი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დარწმუნებულია, რომ ირანმა მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეასრულა თავისი აქტიური როლი რეგიონში.