21 ივნისი 2026,   01:46
ვრცლად
"რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლში გამართოს" - პუტინი

მოსკოვი უკრაინასთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გასამართად მზად არის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინის თქმით, აუცილებელია თარიღისა და ადგილის შეთანხმება.

ამასთან, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გააგრძელებს "დარეგულირების პროცესის მხარდაჭერას". 

"ჩვენ მზად ვართ, მსგავსი შეხვედრა სტამბულში გავმართოთ. მე ყოველთვის ღია ვარ კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის. ვიცი, რომ ბატონი ტრამპიც საუბრობდა შეხვედრის შესაძლებლობაზე, ისევე როგორც ის, მეც ვთვლი, რომ ასეთი შეხვედრა უნდა გაიმართოს,“ - აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.

დღის ამბები