რუსეთში, სოჭის აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე ორი სამგზავრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი, რომელიც ტიუმენში უნდა გაფრენილიყო, ასაფრენ ბილიკზე გადასვლისას ნორილსკიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არც ეკიპაჟი და არც პერსონალი არ დაშავებულა.