20 ივნისი 2026,   19:19
ვრცლად
რა ითვლება რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარებად და რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა - ბრიტანეთმა სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის სახელმძღვანელო გამოსცა

ბრიტანეთის სამთავრობო პორტალზე, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის აიტვირთა განცხადება, რომელშიც კონკრეტული მაგალითებით არის ახსნილი - რა ითვლება რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარებად და რა უნდა გაითვალისწინოს არაბრიტანულმა ბიზნესმა, რათა გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციები არ დაარღვიოს.

დოკუმენტი 27 ივნისს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) გამოაქვეყნა და როგორც აღწერაში ვკითხულობთ, ის სანქციების შესახებ ახალი სახელმძღვანელოა, რომელიც არაბრიტანული ბიზნესების მხარდაჭერას ემსახურება.

“სახელმძღვანელო იძლევა ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის სანქციების შესახებ, რომლებიც ვრცელდება დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ მოქმედ არაბრიტანულ ბიზნესებზე. სახელმძღვანელო განსაზღვრავს დიდი ბრიტანეთის სანქციების ფარგლებს და მოთხოვნებს და ასახავს შეუსრულებლობის რისკებს არაბრიტანული ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით თუ ისინი საქმიანობენ დიდ ბრიტანეთთან. სახელმძღვანელო იძლევა პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ დანერგონ კარგი შესაბამისობის პრაქტიკა და თავიდან აიცილონ თანამონაწილეობა დიდი ბრიტანეთის სანქციების გვერდის ავლის საქმეში.

სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე, ასევე თარგმანები რუსულ, თურქულ, ტაილანდურ, ქართულ და სომხურ ენებზე”,- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები