საქართველოში აბონენტებს მეხუთე თაობის მობილურ ინტერნეტს უკვე სამივე მსხვილი ოპერატორი მიაწვდის. კომუნიკაციების კომისიამ, 5G-ის დასანერგად, მესამედ ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად "სილქნეტი" გამოაცხადა.
კომპანიის მიერ შეძენილი ლოტის საფასურმა ჯამში 48 მილიონ 802 ათასი ლარი შეადგინა.