20 ივნისი 2026,   20:34
ვრცლად
საბერძნეთში მეხანძრეები ამ დრომდე ებრძვიან ხანძარს, რომლის გაჩენის მიზეზიც, სავარაუდოდ, ქართველი ქალის დაუდევრობა გახდა

ტყის ხანძარი საბერძნეთში, რომლის მიზეზიც, სავარაუდოდ, ქართველი ქალის დაუდევრობა გახდა - ათენიდან 40 კილომეტრში მდებარე ტერიტორიაზე სტიქიის მიზეზის დადგენისას, სამართალდამცველებმა 35 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საბერძნეთში დამლაგებლად მუშაობდა.

სტიქიის ზონაში ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. ცეცხლის ქრობის პროცესს ართულებს მაღალი ტემპერატურა და ქარი. ახლომდებარე დასახლებებიდან მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია.

დღის ამბები