ეკონომიკის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს და სტრატეგიულ პროექტებს ეხებოდა.
მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ეკონომიკურ ხედვაზე, მიმდინარე პროექტებსა და გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიება "ეკონომიკური ფორუმის" მიერ იყო ორგანიზებული.
"გვქონდა შესაძლებლობა დამსწრე საზოგადოებისთვის წარგვედგინა ის ხედვები, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების კუთხით, ის მიმდინარე პროექტები, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ, ამავდროულად ახალი ხედვები, რომელიც გაგვაჩნია და დარწმუნებულები ვართ, რომ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მდგრად და სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.