21 აგვისტო 2026,   20:33
ვრცლად
ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მსჯავრდებული პირისგან და მისი გარემოცვისაგან ქონების ამოღების პროცედურები მარტივდება - საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა, სისხლის სამართლის კოდექსში შედის. მარტივდება ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მსჯავრდებული პირისგან და მისი გარემოცვისაგან ქონების ამოღების პროცედურები.

პროექტის თანახმად, მსჯავრდადებულს პატიმრობის მოხდის შემდეგაც შეიძლება სასამართლომ ქვეყნის დატოვების უფლება შეუზღუდოს, ეს იქამდე იქნება შესაძლებელი, ვიდრე ზიანი სრულად არ ანაზღაურდება.

საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ინიციატივა ითვალისწინებს პირის ახლო ნათესავების ქონების დაყადაღებას და აღსრულებაში მიმართვას გამარტივებული პროცედურებით.

"ისეთი დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირი, როგორიც არის ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება, დიდი ოდენობით ჩადენილი გაფლანგვა და სხვათა მიერ მიყენებული ზიანის შემთხვევაში, მექანიზმი იქნება შემუშავებული, რომლის მიხედვითაც, ყადაღა დაედება მსჯავრდებულის ყველა ქონებას, იმ ქონებებს, რომლითაც უნდა ანაზღაურდეს შესაბამისად მიყენებული ზიანი. ასევე, დამნაშავის ახლო ნათესავებს თუ ექნებათ დაუსაბუთებელი ქონება, ამ ქონებების დაყადაღებაც მოხდება. მსჯავრდებული, რომელიც დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აეკრძალება დატოვოს საქართველოს ტერიტორია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ისევ და ისევ დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება," - ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, არჩილ გორდულაძე.

 

დღის ამბები