21 აგვისტო 2026,   20:39
ვრცლად
"ნებისმიერი გამოგონილი და შეთითხნილი პლატფორმა იქნება ეს თუ რაღაც პოლიტიკური ნიადაგი, არის წყლის ნაყვა რადიკალებისთვის" - დავით მათიკაშვილი

"გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივას, რომელიც ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ჯაფარიძის ინიციატივა აბსურდი და ერთობის მორიგი წარუმატებელი მცდელობაა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ იდეა მარცხისთვის არის განწირული. 

"ნებისმიერი გამოგონილი და შეთითხნილი პლატფორმა იქნება ეს თუ რაღაც პოლიტიკური ნიადაგი, არის წყლის ნაყვა რადიკალებისთვის. იმიტომ, რომ რადიკალები საზოგადოებას ვეღარ მოატყუებენ. ეს ვერ შეძლეს 2024 წელს, მიუხედავად იმისა, რომ იყო ზღვა ზეწოლა და ძალმომრეობა ქვეყნის ფარგლებს გარედან, პირდაპირ ელჩების მხრიდან მცდელობა, საქართველოში ჩარეულიყვნენ შიდა საქმეებში და დახმარებოდნენ რადიკალ პოლიტიკოსებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ," - აცხადებს დავით მათიკაშვილი. 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები