21 აგვისტო 2026,   20:44
ვრცლად
"აშანტაჟებენ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს იმ ბენიფეტების წართმევით, რომელიც სამართლიანად დავიმსახურეთ, მაგალითად ვიზალიბერალიზაცია" - ნინო წილოსანი ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე

"თუ კითხვას დავსვამთ, რატომ ხდება ამდენი უსამართლო და დეზინფორმაციული განცხადება, დებატებისა თუ რეზოლუციების მოწყობა და მიღება, პასუხი არის აპრიორი ის, რომ გვაშანტაჟებენ," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ნინო წილოსანმა საქართველოს შესახებ დებატებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც დღეს ევროსაბჭოში უნდა გაიმართოს.

მისივე თქმით, ეს არის შანტაჟი არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის თითოეული მოქალაქის მიმართ.

"აშანტაჟებენ როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, აშინებენ იმ რაღაც ბენიფეტების წართმევით, რომელიც ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, მაგალითად ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. ემსახურება ამ ქვეყნის დაშანტაჟებას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს კოლონია და ვიღაცა ვითომ ჩვენზე უპირატესი ადამიანების დაქვემდებარების ქვეშ," - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები