უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე საუბრობს. ვიქტორ ორბანის განცხადებით, ეროვნულ რეფერენდუმზე მოქალაქეთა 95%-მა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა.
ორბანის თქმით "უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია, გამოიწვევს ომში ჩართვას" და სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვას.
"მოლაპარაკებების დროს ორ მილიონზე მეტი უნგრელის ხმით ვიტყვი, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას", - განაცხადა ორბანმა.