19 აგვისტო 2026,   06:23
ვრცლად
საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც სიგარეტის გადაგდების შედეგად ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, საბერძნეთში დაკავებულია ქართველი ქალი, რომელიც კუნძულ ქიოსზე ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. გამოცემის ცნობით, მას სიგარეტის გადაგდების შედეგად, ხანძრის ერთ-ერთი კერის შემთხვევით გაღვივებაში ედება ბრალი.

სახანძრო სამსახურის განცხადებით, ქალმა, რომელიც კუნძულზე დამლაგებლად მუშაობს, ფაქტი აღიარა. არსებობენ თვითმხილველებიც.

ტყის ხანძარს 400-ზე მეტი მეხანძრე ერთი კვირაა ებრძვის. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ევაკუირებულია მოსახლეობა. განადგურებულია 4000-მდე ჰექტარი.

დღის ამბები