21 ივნისი 2026,   07:08
ვრცლად
Axios: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს, კონგრესისთვის საიდუმლო ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს, კონგრესისთვის საიდუმლო ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტოს - ინფორმაციას გამოცემა Axios ავრცელებს.

მიზეზი, ამერიკის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შესახებ წინასწარი ანგარიშის შინაარსის გაჟონვაა.

როგორც გამოცემა წერს, ადმინისტრაციამ კონგრესისთვის განკუთვნილ საიდუმლო დოკუმენტების სპეციალურ პლატფორმაზე წინასწარი ანგარიში 23 ივნისს ატვირთა, მეორე დღეს კი, The New York Times-მა და CNN-მა ტექსტის შინაარსი გაასაჯაროვეს.

დღის ამბები