ხორვატიაში, შუა საუკუნეების ქალაქ დუბროვნიკის ქვის კედლებთან, მე-18 საუკუნეში ჩაძირული ნავი შემთხვევით აღმოაჩინეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ივან ბუკელიჩი დუბროვნიკის ძველ პორტში წყლის მილის შეკეთებაზე მუშაობდა, როდესაც ზღვის ფსკერზე ხის კონსტრუქცია აღმოაჩინა.
"ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ დუბროვნიკის ძველ ქალაქში ნავი ვიპოვე", - თქვა ბუკელიჩმა, მყვინთავმა და წყალქვეშა მშენებელმა. მან დასძინა, რომ ნავი ზღვის ფსკერზე დაახლოებით 60-80 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო ჩაძირული.
დუბროვნიკი შუა საუკუნეებში ადრიატიკის ზღვაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პორტი იყო და ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული. ქალაქი ტურისტების დიდ რაოდენობას იზიდავს, განსაკუთრებით ზაფხულში.
ასევე, ცნობილია, როგორც HBO-ს სერიალ "სამეფო კარის თამაშების" გადაღების ადგილი.