ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ადასტურებს, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულად დაზიანდა და მის აღდგენას წლები დასჭირდება - შესაბამისი განცხადება სააგენტოს ხელმძღვანელმა გააკეთა.
ამავე საკითხს ეხმიანება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო. რაფაელ გროსი ამბობს, რომ ირანი შეძლებს დაზიანებული ბირთვული ცენტრების აღდგენას, რადგან თეირანს აქვს შესაბამისი ტექნიკური ცოდნა და პოტენციალი.
ოფიციალური თეირანი უარს ამბობს ბირთვული პროგრამის დახურვაზე. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, შეჩერებულია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობა.