20 ივნისი 2026,   20:53
ვრცლად
ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტებზე შტატების მასიური, ზუსტი დარტყმა ძალიან, ძალიან წარმატებული იყო - ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა ძალიან წარმატებული იყო.

"მოგეხსენებათ, გასულ უქმეებზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა მასიური, ზუსტი დარტყმა ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტებზე და ეს იყო ძალიან, ძალიან წარმატებული. ამას განადგურება ეწოდა. დედამიწაზე ვერცერთი სხვა სამხედრო ძალა ვერ შეძლებდა ამას, და ახლა ამერიკული ძალის ამ წარმოუდგენელმა გამოვლინებამ გზა გაუხსნა მშვიდობას ცეცხლის შეწყვეტის ისტორიული შეთანხმებით", - აღნიშნავს ტრამპი.

დღის ამბები