20 ივნისი 2026,   21:59
ვრცლად
აშშ-ის სანაპიროსთან ჩაიძირა გემი, რომელსაც 3 000 ავტომობილი გადაჰქონდა

სატვირთო გემი, რომელსაც 3 000 ახალი ავტომობილი გადაჰქონდა, აშშ-ში, ალასკის სანაპიროსთან, ბორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ჩაიძირა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, გემი, რომელსაც ავტომობილები მექსიკაში გადაჰქონდა, მას შემდეგ ჩაიძირა, რაც ეკიპაჟის წევრებმა ხანძრის ჩაქრობა ვერ შეძლეს და ბორტის დატოვება მოუწიათ.

გემის მფლობელმა კომპანია Zodiac Maritime-მა განაცხადა, რომ მათი გემი სახელად "Morning Midas" ორშაბათს, ალასკის ალეუტის კუნძულების ჯაჭვის საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა.

"ხილული დაბინძურება არ შეინიშნება", - განაცხადა ალიასკაში მოქმედმა აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა, ოფიცერმა კამერონ სნელმა. "ჩვენ ადგილზე ასევე გვყავს გემები, რათა ნებისმიერ დაბინძურებაზე რეაგირება მოახდინონ", - დასძინა მან.

სანაპირო დაცვის ცნობით, გემზე 350 ტონა დიზელის საწვავი და 1530 ტონა მაზუთი იყო.

დღის ამბები