09 ივნისი 2026,   00:37
ვრცლად
მასშტაბური ნარკორეიდი თბილისსა და რეგიონებში - ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 18 პირს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 18 პირს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

მასშტაბური ნარკორეიდი გუშინ თბილისსა და რეგიონებში - საერთო ჯამში, 20 ადგილას, ჩატარდა. ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის, უკვე გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ნარკორეიდს გუშინვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა და ნარკოპოლიტიკის გამკაცრების მიზნით კანონში ცვლილებები დააანონსა.

დღის ამბები