21 აგვისტო 2026,   20:44
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში - ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარ გამოწვევად კვლავ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესები რჩება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენა, რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრით დაიწყო. ანრი ოხანაშვილის თქმით, სუს-ს საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უწევს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ამოცანების შესრულება.

საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ამ დრომდე ოკუპირებულია და ბუნებრივია, რომ 2024 წელს, მთავარი გამოწვევად კვლავ ქვეყნის რეგიონების ოკუპაცია და ანექსსიკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა. ანრიოხანაშვილმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებზე ისაუბრა.

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ჯგუფების მიერ სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირება, საპროტესტო გამოსვლების "მაიდანიზაცია", სატრანსპორტო კვანძების პარალიზება, კარვების ქალაქების მოწყობა, თანამდებობის პირების ლიკვიდირება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საფრთხეებისა, რომლებთან გამკლავება უსაფრთხოების სამსახურს, საანგარიშო პერიოდში მოუწია.

ის საკითხები, რაზეც სხდომათა დარბაზში სუს-ის უფროსმა გაამახვილა ყურადღება, შეთქმულების თეორიის ნაწილია ოპოზიციისთვის. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების ყურადღება არარსებულ პრობლემებზე გადაიტანოს.

მმართველი გუნდის წევრები კი უსაფრთხოების სამსახურის ეფექტურ საქმიანობაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ სუსი სახელმწიფოს წინაშე არსებული რისკების პრევენციას თავს წარმატებით ართმევს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, 2024 წლის ანგარიშში, ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნების უზრუნველყოფისთვის გატარებული კონტრტერორისტული საქმიანობაცაა შეფასებული. ანგარიშის თანახმად, ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში გატარებული ზომების შედეგად, ქვეყანაში არ არსებობს ტერორისტული ფორმირებები. დღესვე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობა პოზიტიურად შეფასდა და აღინიშნა, რომ უსაფრთხოების მიმართულებით საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად რჩება.

დღის ამბები