მეცნიერების განცხადებით, ამერიკელი მამაკაცის სისხლი, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად იკეთებდა გველის შხამის ინიექციებს, ანალოგის არმქონე ანტიდოტია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ცხოველებზე ჩატარებული ტესტების შედეგად დადგინდა, რომ ტიმ ფრიდის სისხლში აღმოჩენილი ანტისხეულები, სხვადასხვა სახეობის გველის შხამის ლეტალური დოზებისგან იცავს.
მეცნიერების განმარტებით, მკურნალობის ამჟამინდელი მეთოდი, მორგებული უნდა იყოს იმ შხამიანი გველის კონკრეტულ სახეობაზე, რომელმაც ადამიანს უკბინა. თუმცა, ფრიდის სისხლში აღმოჩენილი ანტისხეულები შესაძლოა ყველა გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ანტიდოტი აღმოჩნდეს.
"ბატონი ფრიდის 18-წლიანი მისია შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ყველა გველის ნაკბენის საწინააღმდეგო, უნივერსალური ანტიდოტის მოსაძებნად", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, გველის ნაკბენი ყოველწლიურად 140 000-მდე ადამიანს კლავს. გველის ნაკბენის გამო, ამ რიცხვზე სამჯერ მეტ ადამიანს ამპუტაცია სჭირდება ან ხეიბარი რჩება.