21 აგვისტო 2026,   14:53
ვრცლად
"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ კაბინეტის წევრი და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას" - მარიამ ქვრივიშვილი

"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ კაბინეტის წევრი და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას და მის ზრდას", - ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა. 

როგორც მან აღნიშნა, ის გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში დააგროვა, დაეხმარება ახალი გეგმების დასახვასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გაგრძელებაში. 

"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ კაბინეტის წევრი და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას და მის ზრდას. მთელი ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობისას განვლილი 7 წლის განმავლობაში დავაგროვე, ვფიქრობ, დამეხმარება იმაში, რომ გუნდთან ერთად წარმატებით დავასრულოთ ყველა ის მიმდინარე პროექტი და წამოწყება, ასევე დავსახოთ ახალი გეგმები და განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა," - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს. განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

 

დღის ამბები