21 აგვისტო 2026,   14:54
ვრცლად
"ეს იყო უნიკალური შანსი, როდესაც ემსახურები შენს ქვეყანას და შეგიძლია მცირეოდენი წვლილი შეიტანო ქვეყნის განვითარებაში" - ლევან დავითაშვილი

"ეს იყო უნიკალური შანსი, რომელიც ჩემთვის პირადად, არის დაუვიწყარი, როდესაც ემსახურები შენს ქვეყანას და შეგიძლია მცირეოდენი წვლილი შეიტანო ქვეყნის განვითარებაში," - ეს განცხადება ეკონომიკურ საკითხებში პრემიერი-მინისტრის მთავარი მრჩეველმა, ეკონომიკური საბჭოს მდივანმა, ლევან დავითაშვილმა გააკეთა.

მან პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

"მე იმედი მაქვს, რომ ახალ ფორმატში ჩვენ შევძლებთ იმ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების კიდევ უფრო დაჩქარებას, კოორდინირებას, რომელიც ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომლებიც დაწყებულია და განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა. ვფიქრობ, რომ მაღალ დონეზე კოორდინაციის პირობებში ეს საშუალებას მოგვცემს, რომ პროექტები კიდევ უფრო დაჩქარდეს, უფრო სწრაფად განხორციელდეს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ქვეყნისთვის იქნება ძალიან საკეთილდღეო. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საშუალება მომცა, რომ წლების განმავლობაში მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მემუშავა, სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული წარმატებებით წვლილი შეგვეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ვფიქრობ, რომ ეს იყო უნიკალური შანსი, რომელიც ჩემთვის პირადად, არის დაუვიწყარი, როდესაც ემსახურები შენს ქვეყანას და შეგიძლია მცირეოდენი წვლილი შეიტანო ქვეყნის განვითარებაში," - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ცნობისთვის, ლევან დავითაშვილი, რომელიც ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ახლა ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

დღის ამბები