"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზსა და ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების ნებართვა ექნება მხოლოდ თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ცვლილებების მიხედვით, სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს მის ხელთ არსებული პროცესის ფოტო, კინო და ვიდეო-გადაღების მასალები, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, ყველა ის ცვლილება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში იღებენ, მიმართულია თავისუფალი აზრის დევნისკენ.
"ყველანაირი ცვლილება, მათ შორის, ცვლილება, რომელიც კრძალავს გადაღებას დერეფნებში და სასამართლოს ეზოში, ემსახურება იმ რეპრესიულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის გაძლიერებას, რომელსაც აწარმოებს "ქართული ოცნება" ჩვენს ქვეყანაში.
ყველა ის ცვლილება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში იღებენ, მიმართულია თავისუფალი აზრის დევნისკენ", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.