საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება.
"აღკვეთის ღონისძიების სახით, მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. ეს საქმე მნიშვნელოვანია ჩვენი სამსახურისთვის და ქვეყნისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს. ისევე, როგორც ნარკოპოლიტიკის მიმართ, კორუფციული დანაშაულის მიმართაც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას გავატარებთ. რაც შეეხება, გაიზრდება თუ არა ბრალდებულ პირთა რიცხვი, დაველოდოთ ამ შემთხვევაშიც გამოძიებას და ყველაფერი თავის დროზე გახდება ცნობილი“, – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.
ავტორი: ნანა გოგატაძე