21 აგვისტო 2026,   21:22
ვრცლად
"სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით" - არჩილ გორდულაძე

"სისხლის სამართლის კოდექსში" წერია, რომ საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით, - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება.

მისი თქმით, კონსტიტუციით არის ვალდებულება ნებისმიერი მოქალაქისათვის და არა მხოლოდ მოქალაქისათვის, რომ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს.

"სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით. კონსტიტუციით არის ვალდებულება ნებისმიერი მოქალაქისათვის და არა მხოლოდ მოქალაქისათვის, რომ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს. ჩვენ არაერთი გვახლავს წარსულში, ზუსტად ნიკა მელიასთან, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული "რუსთავი 2-ის" საქმე და სხვა. კიდევ ბევრი საქმე შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელზედაც, მათ შორის, საქართველოში მყოფი ე.წ. ელჩები, მათ წარმომადგენლები და სხვადასხვა საერთაშორისო თანამდებობის პირები საუბრობდნენ მართლმსაჯულებაზე და შემდეგ უწევდათ უკან წაეღოთ, რადგან სტრასბურგის სასამართლო ამბობდა, რომ სწორად იყო მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს სასამართლოს მიერ. თუ გაბედავენ ხაზარაძე-ჯაფარიძე წავიდნენ სტრასბურგის სასამართლოში, ისინი კიდევ ერთხელ დამარცხდებიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები