ესპანეთის პოლიცია მმართველი "სოციალისტური პარტიის" ოფისში პარტიის ყოფილი წევრის, სანტოს სერდანის ელექტრონული ფოსტიდან მასალების ამოღების მიზნით შევიდა.
სერდანი გასულ კვირას კორუფციული სკანდალის ფონზე გადადგა. მან პარლამენტარის მანდატი და თანამდებობა „სოციალისტურ პარტიაში“ მას შემდეგ დატოვა, რაც პოლიციის ანგარიში მოსამართლეს გადაეგზავნა. აღნიშნული ანგარიში სერდანის და მისი ყოფილი თანაშემწის საუბრის ჩანაწერის ტრანსკრიპტს მოიცავს, სადაც ისინი, სავარაუდოდ, ქრთამის საკითხს განიხილავენ.