შეერთებული შტატები დასაშვებად მიიჩნევს ირანში ფორდოს ურანის გამდიდრების ქარხანაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღით დარტყმის შესაძლებლობას. ინფორმაციას თეთრი სახლის თანამდებობის პირზე დაყრდნობით "ფოქს ნიუსის" კორესპონდენტი, ჯეკი ჰენდრიქსი ავრცელებს.
წყარო იმასაც ამბობს, რომ ამერიკელი სამხედროები დარწმუნებულები არიან ბუნკერ საწინააღმდეგო ბომბების ეფექტურობაშიც, რომლებსაც ირანის ბირთვული ქარხნის განადგურება შეუძლია.