20 ივნისი 2026,   20:52
ვრცლად
ტრამპის წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში ლუკაშენკოს შეხვდება - Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგი ბელარუსში გამგზავრებასა და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრას გეგმავს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, შეხვედრა მომდევნო დღეებშია დაგეგმილი.

კელოგი იქნება აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ბელარუსში ჩასულა. ბოლოს ბელარუსს, 2020 წელს, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სტუმრობდა.

ვიზიტის დღის წესრიგი ჯერ უცნობია, მაგრამ, როგორც გავლენიანი სააგენტო წერს, ვიზიტს შესაძლოა "რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში ნახტომის ეფექტი ჰქონდეს".

დღის ამბები