29 აგვისტო 2026,   05:05
ვრცლად
ბრატისლავაში ქართულ-სლოვაკური მეგობრობის საღამო გაიმართა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ქართულ-სლოვაკური მეგობრობის საღამო გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, იურაი ბლანარი ესწრებოდნენ.

ქართულ-სლოვაკური მეგობრობის საღამო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას ისახავდა მიზნად. საღამოს ესწრებოდნენ სლოვაკი ინვესტორები, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სპორტშიც, მრავალმილიონიანი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულ-სლოვაკურ ფოლკლორს - ქართული ფოლკლორის ნიმუშები ანსამბლმა „მძლევარმა“ წარადგინა. საღამოს ესწრებოდნენ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქვაჩაკიძე და „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ დამფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

ქართულ-სლოვაკური საღამო სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით მოეწყო.

დღის ამბები