20 ივნისი 2026,   22:22
ვრცლად
კიევის ცნობით, რუსეთმა უკრაინას ომში დაღუპულთა კიდევ 1 245 ცხედარი გადასცა

რუსეთმა უკრაინას ომში დაღუპული 1 245 ადამიანის ცხედარი გადასცა. სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა სულ 6 057 ადამიანის ცხედარი გადასცა უკრაინას, რაც გათვალისწინებული იყო სტამბოლის შეთანხმებებით.

უკრაინული მხარის ცნობით, საგამოძიებო ორგანოები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები ცხედრების იდენტიფიცირებისთვის საჭირო ექსპერტიზას ჩაატარებენ.

ცხედრების გადაცემის საკითხზე კომენტარი კეთდება რუსეთშიც - მოსკოვში დაადასტურეს, რომ უკრაინისგან 78 ცხედარი მიიღეს.

დღის ამბები