21 ივნისი 2026,   04:38
ვრცლად
"სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის" - სოფელ მუკუზანში ჰიპერტენზიის უფასო სკრინინგი და გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა

პროექტ "სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის" ფარგლებში, გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზნის მედიათეკაში, მაღალი არტერიული წნევის უფასო სკრინინგი და გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა.

14 ივნისს, უფასო სკრინინგი 40 პაციენტს ჩაუტარდა. მათ ანამნეზი აუღეს, შემდეგ სკრინინგი ჩაუტარეს და კარდიოლოგ (პროფესორ) შორენა ჭუმბურიძესთან კონსულტაცია გაიარეს.

15 ივნისს, სტუდენტებმა სოფლის მოსახლეობას, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებს, გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული ტრენინგი ჩაუტარეს.

პროექტი "პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის" სტუდენტებმა, გურჯაანის მერიისა და სოფლის გამგეობის ჩართულობით და ხელშეწყობით განახორციელეს.

დღის ამბები