21 ივნისი 2026,   00:56
ვრცლად
ისრაელი აცხადებს, რომ თეირანის ცაზე სრული კონტროლი აქვს - BBC

ისრაელი აცხადებს, რომ მას სრული კონტროლი აქვს თეირანის ცაზე. "ისრაელის საჰაერო ძალების შესაძლებლობის გათვალისწინებით - განახორციელოს მრავალი დარტყმა დედაქალაქზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში - ეს, როგორც ჩანს, დიდწილად მართალია", - წერს BBC.

საკითხთან დაკავშირებით, ბრიტანული მაუწყებელი გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) წარმომადგენლის, ჯასტინ ბროკის მოსაზრებას ავრცელებს.

როგორც თავდაცვის კვლევით ცენტრში აცხადებენ, "მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს ახლა შეიძლება ჰქონდეს საჰაერო უპირატესობა თეირანზე, მას არ გააჩნია სრული საჰაერო დომინირება".

დღის ამბები