21 ივნისი 2026,   01:44
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ვითარება სულ უფრო იძაბება - მე-4 დღე ირანზე განხორციელებული იერიშებიდან

ბნეი-ბრაკი, პეტახ-ტიკვა, თელ-ავივი, ჰაიფა - ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ეს ქალაქები ირანის თავდასხმის სამიზნეა.

ბალისტიკური რაკეტებით დარტყმის შემდეგ ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები მათ შორის, რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

სხვა და სხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაცია არის მსხვერპლი, დაშავებულებს საავადმყოფოებში მკურნალობენ, ზოგიერთო მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

მიმართვა გაავრცელა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მოქალაეებს მოუწოდებს საჰაერო განგაშის გამოცხადების დროს თავშესაფარში გადავიდგნენ და თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ ინსტრუქციების შესაბამისად იმოქმედონ.

იბომბება ირანის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებიც. ისრაელის ავიაციამ მეშხედის აეროპორტს დაარტყა. რომელიც ისრაელის საზღვრიდან 2300 კილომეტრით არის დაშორებული. სამხედრო ობიექტების გარდა "ცახალის" სამიზნეა ირანის ხელმძღვანელობა. ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი და მისი თანაშემწე.

კონფლიქტის ესკალაციას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ირანს და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია. ეს განცხადება ტრამპმა კანადაში "დიდი შვიდეულის" სამიტზე გამგზავრებამდე გააკეთა. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ღია იქნება ისრაელ-ირანის კონფლიქტში პუტინის შუამავლის როლისთვის. ტრამპი ამბობს, რომ რუსეთის პრზიდნეტი ამისთვის მზადაა.

საკითხზე გრენლანდიაში ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტმაც. მაკრონი ამბობს, რომ პუტინს შუამავლის ფუნქციისთვის ავტორიტეტი არ აქვს.

კონფლიქტის შესახებ ევროკავშირის პოზიცია ""დიდი შვიდეულის"" სამიტის დაწყებამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა გაახმოვანა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროპა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ ერთგული რჩება.

ისრაელს და ირანს შორის დაპირისპირების მორიგი ეტაპი მეოთხე დღეა გრძელდება, ისრაელი აცხადებს, რომ ირანზე დარტყმის მიზეზი ქვეყნის ბირთვული პოტენციალის განადგურებაა. ორივე მხარეს დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა, ისრაელში ირანის თავდასხმას თხუთმეტამდე ადამიანი. ირანისს მხარეს 224 ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილები.

დღის ამბები